კითხვები და პასუხები
მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ჩამოტვირთოს სადემონსტრაციო ვერსია წინასწარი რეგისტრაციის გავლის შემდეგ. გაითვალისწინეთ რომ სადემონსტრაციო ვერსიაში არ ხერხდება რედაქტირება, შესაძლებელია მხოლოდ დათვალიერება.
პირველ რიგში აუცილებელია ჩამოტვირთოთ პროგრამა-უტილიტა GMS_UID ჩვენი საიტიდან, გაუშვათ და პროგრამის მიერ გენერირებული თქვენი კომპიუტერის უნიკალური კოდი ტექსტური ფაილის სახით გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე. გადახდის ფორმაზე შეთანხმების შემდეგ თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგეგზავნებათ საინსტალაციო პაკეტი, რომელიც იმუშავებს მხოლოდ თქვენს კომპიუტერზე. საინსტალაციო პაკეტის ზომა არ აღემატება 12 mb.
ჩვენი პროგრამული პროდუქტები არ საჭიროებენ დამატებით ფონტებს, ან რომელიმე დამატებითი ენის პარამეტრების დაყენებას. ყველა საჭირო პარამეტრის კონფიგურირება ავტომატურ რეჟიმში ხდება ინსტალაციის დროს.
ქსელურ რეჟიმში პროგრამის სამუშაოდ საჭიროა მხოლოდ დამატებითი კომპიუტერების უნიკალური კოდების გენერირება და გამოგზავნა. თითოეულ დამატებით კომპიუტერზე საჭიროა მხოლოდ პროგრამის ღირებულების 90% გადახდა. საშუალო დონის მარკეტის სრულყოფილი მუშაობისათვის საჭიროა 2 გამყიდველის და 1 ადმინისტრატორის აღჭურვა პროგრამით.
სადემონსტრაციო ვერსიის წარმატებით ინსტალირებისათვის საჭიროა კომპიუტერი აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
1. კომპიუტერი უნდა იყოს ვირუსებისგან თავისუფალი. თანამედროვე ვირუსების უმეტესობა იკავებენ იმ პორტებს რომელიც საჭიროა პროგრამისათვის. რეკომენდირებულია ანტივირუსი Nod32 ბოლო განახლებებით. Kaspersky, AVG და სხვა ნაკლებადცნობილი ანტივირუსები რეკონდირებულია შეიცვალოს Nod32 ით.
2. საჭიროა კორექტულად იყოს დაინსტალირებული და მუშაობდეს ქსელის მიკროსქემა
3. რეკომენდირებული ოპერაციული სისტემაა Windows XP
ეს პრობლემა იქმნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კომპიუტერზე პრინტერი არ არის დაყენებული. აუცილებელია სულ მცირე ერთი პრინტერის დაინსტალირება მაინც.
|