საწყობისა & ინვენტარის მართვა

 

Warehouse & Inventory Management Software

 

 

საწყობისა და ინვენტარის მართვის პროგრამა უზრუნველყოფილია ყველა იმ მოდულით, რომელიც საჭიროა ორგანიზაციაში აღნიშნული ოპერაციების განსახორციელებლად. პროგრამა მოსახმარად და ასათვისებლად საკმაოდ ადვილია, აქვს ქართული ინტერფეისი და არა აქვს რთული ტექნიკური მოთხოვნები.
 
პროგრამის მოდულები:
 
- საწყობი
 
ულიმიტო რაოდენობის საწყობის შექმნის საშუალება შესაბამისი დასახელებით, მისამართითა და ტელეფონის ნომრით
 
- პროდუქტები
 
ულიმიტო რაოდენობის პროდუქტის რექგისტრაცია შესაბამისი დაჯგუფებით; პროდუქტის შეყვანისას შეგყავთ: დასახელება, ნომერი, შიდა ნომერი, საზომი ერთეული, კატეგორია/ჯგუფი, ფასი, ფოტო,ძირითადი საშვალებაა თუ არა, აღწერა
 
- ჯგუფები
 
ულიმიტო რაოდენობის ჯგუფებისა და ქვეჯგუფების შექმნა
 
- შესყიდვა
 
პროგრამას გააჩნია სხვადასხვა ტიპის შესყიდვის (საწყობში შემოტანის) საშუალება: ლოკალური, საზღვარგარეთიდან, საჩუქარი და დაბრუნება; ლოკალური შესყიდვის შემთხვევაში მომხარებელი ირჩევს დამატებით პარამეტრებს, ანუ მოხდა შესყიდვა შეთავაზების საფუძველზე, ტენდერის თუ სხვა. რომელ საწყობში შევიდა საქონელი, რა დოკუმენტაცია მოყვა, ვინ არის პასუხისმგებელი პირი და რა რაოდენობის საქონლის შესყიდვა მოხდა.
 
- შიდა გადაზიდვა
 
პროგრამაში ფიქსირდება ტრანსპორტირების თარიღი, თუ პროგრამას იყენებთ rs.ge სთან უკავშირში, აუცილებელია ზედნადების პარამეტრების შეყვანა,  მომხარბელი უთითებს რომელი საწყოიდან რომელ საწყობში გადადის საქონელი, რა ტიპის გადაზიდვაა, რა პროდუქტი და რამდენი გადადის. მომხარებელ შეუძლია დააფიქსიროს კონკრეტული გადამზიდავი კომპანია ან კონტრაქტორი. ზედნადების გენერაცია და გაგზავნა.
 
- გატანა
 
გარდა გადაზიდვისა მომხარებელს შეუძლია გაიტანოს საქონელი ნებისმიერი საწყობიდან, შემდეგი გზებით: გაყიდვა, ამორტიზაცია, გატანა პასუხისმგებელი პირის მიერ ან მიმაგრება რაიმე ტიპის რესურსზე (ოთახი, ძირითადი საშუალება
 
 
- პროდუქტები საწყობში
 
საწყობებში ნაშთების შესამოწმებლად იყენებთ ამ მოდულს
 
- გადამზიდველი
 
პროგარამაში მომხარებელი წინასწარ არეგისტრირებს გადამზიდველებსა და ქვეყნებს, რომლებიდანაც ხდება შესყიდვა
 
- მომხმარებელთა მართვა
 
პროგრამის შესაძლებლობებში შედის ასევე მომხმარებელთა მართვა, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის მომხმარებლებისათვის სხვადასხვა დონის წვდომას.
 
 
 
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ info@itnovations.ge