Mimio Classroom ინტერაქტიული დაფები და აქსესუარები

 

აითინოვეიშენს გთავაზობთ ამერიკული ბრენდის Mimio-ს ინტერაქტიულ დაფებსა და მის აქსესუარებს

 

Mimio-ს ინტერაქტიული დაფა წარმოადგენს მცირე ზომის დასაკეც მოწყობილობას, რომელიც მაგრდება თეთრ დაფაზე ან კედელზე და მას აქცევს ინტერაქტიულ სიბრტყედ. ის ძალიან მოსახერხებელია სკოლებსა და  უნივერსიტეტებში გაკვეთილებისა და ლექციების ჩასატარებლად, ტრენინგებისა და პრეზენტაციების გასამართად

 

 

 

Mimio-ს ინტერაქტიული დაფის უპირატესობებია

  • მცირე ზომა და პორტაბელურობა
  • კონკურენტუნარიანი ფასი
  • მაღალი ხარისხი
  • მუდმივად განახლებადი პროგრამული უზრუნველყოფა
  • მასწავლებლების საზოგადოება და ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა

 

Mimio-ს ინტერაქტიული დაფის გამოყენება ძალიან ადვილია:

  • განათავსეთ ჩვენი უნიკალური მოწყობილობა - კომპაქტური ბარი - თქვენს არსებულ თეთრ დაფაზე;
  • შეუერთეთ კომპიუტერს სტანდარტული პროექტორი;
  • თქვენი თეთრი დაფიდან იქონიეთ წვდომა მთელს კომპიუტერთან;
  • შექმენით ინტერაქტიული გაკვეთილები MimioStudio™ პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით.


Mimio-ს ინტერაქტიულ დაფასთან ერთად ჩვენ გთავაზობთ, გამოიყენოთ სხვა მოწყობილობებიც:

  • შეფასების სისტემა Mimio Vote - საშუალებას იძლევა, შეაფასოთ მოსწავლეები მარტივად, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მიიღოთ შედეგები  და  სხვადასხვა ტიპის ანგარიშები ელექტრონულად, თავისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით მარტივად შექმნათ ტესტები და სხვადასხვა ტიპის ქვიზები.
  • დოკუმენტების კამერა Mimio View - კამერა ასახავს მცირე ზომის ობიექტებსა და დოკუმენტებს ინტერაქტიულ დაფაზე, შეგიძლიათ ერთდროულად აჩვენოთ ყველა მოსწავლეს თუ სტუდენტს საინტერესო მასალა, და მიღებულ სურათსა თუ ვიდეოზე გააკეთოთ თქვენთვის სასურველი აღნიშვნები. მოჰყვება ლუპა და მიკროსკოპის გადამყვანი.
  • ელექტრონული მარკერები Mimio Capture - საშუალებას იძლევა დაფაზე ნაწერი ან ნახატი ინფორმაცია შეინახოთ კომპიუტერში და გადააქციოთ ფონტზე დაფუძნებულ დოკუმენტად.
  • დაშორებული მართვის პლანშეტი Mimiopad - ის გათავისუფლებთ მუდმივად დაფასთან დგომის აუცილებლობისაგან, საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში თავიანთი ადგილებიდანვე. მასწავლებელს საშუალება ეძლევა მისთვის სასურველი ნებისმიერი ადგილიდან მართოს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში.

 

პროდუქტის შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად, შეგიძლიათ ეწვიოთ მწარმოებლის გვერდს ან ნახოთ ვიდეო რგოლები.

 

დამატებითი ინფორმაციისა და პრეზენტაციის დაგეგმვისათვის, გთხოვთ, დაგვიკვშირდეთ ტელეფონებზე: 29333336, 595330880  ან იმეილზე: info@itnovations.ge