EduNova არის ელექტრონული ჟურნალის პროგრამა, რომელიც განკუთვნილია ზოგადსაგანმანთლებლო სკოლებისათვის.

EduNova-ს მთავარი უპირატესობებია : ვებზე დაფუძნებული არქიტექტურა, მოქნილი აღრიცხვის სისტემა და კარგი ანგარიშების სისტემა. ჟურნალს გააჩნია სამი ძირითადი მხარე: მასწავლებლის, მშობლის და ადმინისტრატორის.

დროის ნებისმიერ მომენტში მშობელს შეუძლია აკონტროლოს თავისი შვილის (შვილების) დღის განრიგიამჟამად რას აკეთებს, რა აქვს დავალება, რა ნიშნებს იღებს, იყო თუ არა ამა თუ იმ გაკვეთილზე, ნახოს მასწავლებლის დაწერილი კომენტარები

მასწავლებლებს საშუალება აქვთ, მარტივად გააკეთონ დასწრების და ნიშნების აღირცხვა გაკვეთილის მსვლელობის პერიოდშივე. შეიტანონ საშინაო დავალებები და მოსწავლის კომენტარები. შეიტანონ შემაჯამებელი სამუშაოებისა და ტესტირებების შედეგები. გაუზიარონ მშობლებს დოკუმენტები და შეტყობინებები.

სისტემის საშუალებით, როგორც სკოლის მმართველი,  თქვენ მოახერხებთ, მართოთ თქვნი სკოლის რესურსები, გქონდეთ სრული ინფორმაცია ყველა მასწავლებლის და მოსწავლის შესახებ დროის ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ ადგილას. ნახოთ აკადემიური დასწრებისა და მოსწრების მაჩვენებლები.

 

EduNova–ს გააჩნია საკმაოდ მდიდარი ფუნქციონალი, რაც უზრუნველყოფს მის მოქნილობას, სიმარტივეს და "ყველაფრის გაკეთების" შესაძლებლობას. ესენია

 

  1. მოსწავლეთა ბაზა
  2. მასწავლებელთა ბაზა
  3. საგნების ბაზა
  4. კლასების სტრუქტურა
  5. დროის სტრუქტურის აწყობის შესაძლებლობა
  6. რეგულარული ცხრილის აწყობის შესაძლებლობა
  7. გამოცდების ცხრილის აწყობის შესაძლებლობა
  8. დასვენების დღეების შეტანის შესაძლებლობა
  9. ყოველდღიური ჟურნალი, დასწრების აღრიცხვა, ნიშნების აღრიცხვა, კომენტარების დაწერის საშუალება, დავალებების ჩანიშვნის საშუალება
  10. ანგარიშებიყოველდღიური, ყოველთვიური, სემესტრული, წლიური, მოსწავლის მიხედვით, კლასის მიხედვით, საგნის მიხედვით.
  11. ფაილთა გაცვლის სისტემა
  12. შეტყობინებების გაცვლის სისტემა
  13. ადმინისტრაციული მართვის მხარე
  14. მასწავლებლის მხარე
  15. მოსწავლის/მშობლის მხარე

 

თუმცა ეს არ არის სრული ჩამონათვალი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სისტემის დახვეწაზე და განვითარებაზე.  უახლოეს მომავალში, კიდევ უნდა ელოდოთ ახალ ფუნქციებს და შესაძლებლობებს.

EduNova სისტემა წარმატებით დაინერგა იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელში კიკეთში.

 

EduNova ელექტრონული ჟურნალის სისტემა ყველა დაინტერესებულ სკოლას ერთი თვით უფასოდ გადაეცემა
 
Itnovations გთავაზობთ, დანერგოთ ელექტრონული ჟურნალის პროგრამა დღესვე, სრულიად უფასოდ.  ჩვენ ჩაგიტარებით ტრენინგებს, საჭიროების შემთხვევაში გაგიწევთ მომსახურებას და კონსულტაციებს საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით, პროგრამის დანერგვისა და მოხმარების საკითხებში
 
დაინტერესების შემთხევვაში, დაგვიკავშირდით, ან  შეავსეთ ჩვენი სააპლიკაციო ფორმა და გამოგვიგზავნეთ მისამართზე info@itnovations.ge.