დღესდღეობით კომპანიისათვის ვებ–გვერდის შექმნა ამბიციას აღარ წარმოადგენს, ვებ–გვერდი უბრალოდ აუცილებლობაა, კომპანიის  სახე, მისამართი, გაყიდვების პუნქტი.

 

გარდა ამისა, მხოლოდ ვებ–გვერდის ტექნიკური შემუშავება იგივეა, რაც დაარეგისტრირო კომპანია და გქონდეს მხოლოდ მისამართი, რომელიც არავინ იცის.

 

იმისათვის რომ კომპანიამ დაიმკვიდროს ადგილი ვირტუალურ სამყაროში ისევე, როგორც რეალურში, აუცილებელია სწორად დაიგეგმოს ონლაინ მარკეტინგის კამპანია.

 

მართალია ონლაინ მარკეტინგი უკვე კარგად აპრობირებული და დამუშავებული თემაა განვითარებულ ქვეყნებში, საქართველოში იგი მაინც ჩანასახის დონეზეა.

 

"აითინოვეიშენს"–ის ონლაინ მარკეტინგის გუნდი მუდმივად ეცნობა  მსოფლიო აბლაბუდის მიერ შემოთავაზებულ სიახლეებსა და ტექნოლოგიებს და ცდილობს გამოიყენოს ისინი ქართულ ბაზარზე.

 

"აითინოვეიშენს" გთავაზობთ:

 

– ონლაინ კამპანიის დაგეგმვა/ბიუჯეტირება

– საძიებო სიტყვების ანალიზი და შერჩევა

– SEO საძიებო სისტემებისათვის ოპტიმიზაცია – შერჩეული საძიებო სიტყვების საიტზე დასმა

– კონსულტაციები საიტის გამართვის საკითხებში

– გავრცელების საშუალებების შერჩევა

– PPC (Pay-Per-Click) და PPI (Pay-Per-Impressions) კამპანიის დაგეგმვა და მართვა – Google Adwords, LInkedIn Adlink, Facebook Ads, Adpay

– ბმულების გაცვლა

– სხვადასხვა საძიებო სისტემებსა და თემატურ დირექტორიებში რეგისტრაცია

– სოცილურ მედია და ვერბალური მარკეტინგი – აქტიურობა სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე.

– ელ–ფოსტის დაგზავნა

– სტატისტიკა და მონიტორინგი

 

დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ info @itnovations.ge (არ დაგავიწყდეთ "პრაბელის" გაერთიანება)