ჩვენი გუნდის წევრები შეეცადნენ განსხვავებულად მისდგომოდნენ პროგრამული უზრუნველყოფის კლიენტისათვის შეთავაზების ამოცანას.

 

ჩვენ არ ვიწყებთ შეკვეთის მიღებისთანავე პროგრამული კოდის წერას, ამის მაგივრად დამკვეთთან ერთად ვიკვლევთ მსოფლიო ბაზარზე ანალოგების არსებობას.

 

თუ ანალოგი არსებობს და იგი მთლიანად აკმაყოფილებს დამკვეთის მოთხოვნებს, ჩვენ მას ვთავაზობთ დახმარებას შესყიდვის, ინტეგრაციისა და ტრეინინგის პროცესში.

 

თუ ანალოგი არსებობს, მაგრამ დამკვეთს არ აკმაყოფილებს რაიმე კომპონენტი, ჩვენ შეგვიძლია დავამუშავოთ ეს კომპონენტი (ლოკალიზაცია, მოდულების დამატება, მოდიფიკაცია და ა.შ), თუ რა თქმა უნდა პროგრამა დაფუძნებულია ღია კოდის პრინციპზე.

 

თუ ანალოგი არ არსებობს ან არსებობს მაგრამ შეუძლებელია მისი დამკვეთის მოთხოვნებზე მორგება ან არის მაღალ ფასიანი, ჩვენ ვთავაზობთ პროგრამის შემუშავებას.

 

პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების პროცესი შემდეგი ეტაპებისგან შედგება:

 

– კვლევა

– დაგეგმვა/ბიუჯეტირება

– შემუშავება

– ტესტირება (შიდა და დამკვეთთან ერთად)

– ინტეგრაცია/ინსტალაცია

– ტრეინინგი

– დახურვა

– შემდგომი ტექნიკური დახმარება

 

ჩვენს ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ჩვენს მიერ უკვე შემუშავებული და პარტნიორული პროგრამების რეალიზაცია, ინტეგრაცია. იხილეთ მზა პროგრამული პროდუქტების ჩამონათვალი.

 

 

შეთავაზება დეველოპერებს

 

თუ ხართ პროგრამისტი ან პროგრამისტების ჯგუფი, რომელმაც შეიმაშავა გარკვეული პროგრამული პროდუქტი და სურს ამ პროდუქტის ხელმეორედ რეალიზაცია, ჩვენ გთავაზობთ თანამშრომლობას, რაც გამოიხატება იმაში, რომ თქვენს პროდუქტს ვდებთ ჩვენს ვებ–გვერდზე და ჩვენს პროდუქტებთან ერთად მასაც ვუკეთებთ პოპულარიზაციას, სამაგიეროდ ვითხოვთ მხოლოდ პროცენტს რეალიზაციიდან. ყოველგვარი საავტორო უფლებები და თავდაცვის მექანიზმი თქვენს ხელში რჩება.  

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მოგვმართოთ ელ–ფოსტის საშუალებით: info @itnovations.ge