ვებ–დეველოპმენტი – ეს ჩვენი სფეროა.

ჩვენს მიერ შეთავაზებულ მომსახურებებში შედის:

  • კრეატიული დიზაინი დამკვეთის მოთხოვნების და ახალი სერვისების შეთავაზების გათვალისწინებით
  • ვებ–გვერდების დამზადება უახლესი ტექნოლოგიებისა და ღია მსოფლიო აბლაბუდის მიერ შემოთავაზებული სერვისების გამოყენებით.
  • “ღია კოდის” (Open Source) სერვისების შეთავაზება და არსებულ ვებ–გვერდებზე ინტეგრაცია. (Add-this, Google Search Engine, Captcha, lightbox…)
  • ვების ადმინისტრირება, რაც მოიცავს თარგმანიდან დაწყებული, შინაარსის რედაქტირებით და ვებ–გვერდზე განთავსებით დასრულებული ყველა ტიპის მომსახურებას. (Content Management)
  • ვებ–აპლიკაციების შემუშავება. (მონაცემთა ბაზები, ელ–კომერცია, მომხარებლების რეგისტრაცია და სხვა...)
  • ინტერაქტიული სერვისების შემუშავება. (საქონტაქტო და სარეგისტაციო ფორმები, უკუკავშირის ფორმები, კითხვა–პასუხის ფორმები, ა.შ.)
  • სტატისტიკის მთვლელის ინტეგრაცია და კონტროლი (Google Analytics)

 

ფასები

 

ძნელია განსაზღვრო პროექტის ფასი დეტალების განხილვის გარეშე, ჩვენი შეფასების სისტემა დაყრდნობილია რამდენიმე კომპონენტზე:

 

1. პროექტში ჩასართავი შემსრულებლების რაოდენობა.

2. ახალი მოდულების რაოდენობა და სირთულე.

3. არსებული მოდულების მოდიფიკაციის სირთულე.

4. დამკვეთის სპეციფიკური მოთხოვნები.

5. დიზაინის სირთულე

6. დამკვეთის ბიუჯეტი (ზოგიერთ შემთხვევაში)

 

თუმცა ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მოვერგოთ დამკვეთის მიერ შემოთავაზებულ ბიუჯეტს, თუ იგი ჯდება ლოგიკის ფარგლებში.

 

ახლო მომავალში ჩვენ შემოგთავაზებთ შეკვეთის ონლაინ ფორმასა და ონლაინ კალკულატორს, რომლის საშუალებით თქვენ შეძლებთ პროექტის დაახლოებითი ღირებულების დადგენას.