"აითინოვეიშენს"–ის გუნდი შედგება მმართველი ბირთვისა და შემსრულებლებისაგან, რომლებიც მუშაობენ, ეგრეთ წოდებული,  „აუთსორსის“ პრინციპით, რაც გულისხმობს მუშაობას არა ოფისში და არა ფიქსირებულ ხელფასზე, არამედ სახლიდან და კონკრეტული პროექტების მიხედვით.

 

აღნიშნული მეთოდი ორმხრივად მისაღებია კომპანიისა და შემსრულებლისათვის და გულისხმობს სხვადასხვა პრიორიტეტებს:

–    კომპანიის მდგრადობა ნებისმიერი კრიზისის მიმართ
–    არჩევანის თავისუფლება
–    რესურსების მრავლაფეროვნება და სიმრავლე
–    ფიქსირებული ყოველთვიური დანახარჯების სიმცირე
–    კლიენტისთვის შეთავაზებული მომსახურების მრავალფეროვნება.
–    სხვადასხვა დონის მოთხოვნაზე მორგებული შეთავაზება.
–    მაღალი ორგანიზებულობა
–    შემსრულებლების მაღალი მოტივაცია

ჩვენს შემთხვევაში „აუთსორსი“ არ გულისხმობს, რომ კომპანია პირადად არ იცნობს შემსრულებლებს. პირიქით, ჩვენ მუდმივ კავშირში ვართ მათთან და პროექტზე მუშაობის პროცესში მინიმუმ კვირაში ერთხელ ერთად ვიხილავთ შესრულებულ სამუშაოსა და ერთად ვგეგმავთ მომავალ კვირას.

კომპანიის მმართველი გუნდი კი წარმოადგენს ხიდს შემსრულებლებსა და დამკვეთებს შორის, რაც აადვილებს კომუნიკაციას და უფრო დაგეგმილს ხდის მუშაობის პროცესს.

თვით მუშაობის პროცესი 6 ძირითადი ეტპისაგან შედგება:

1.    კომუნიკაცია და დაგეგმვა
2.    იდეა და კრეატიული დიზაინი
3.    დეველოპმენტი
4.    ტესტირება და ინტეგრაცია
5.    ინფორმაციის შეყვანა
6.    პროექტის შემდგომი დახმარება

ყველა ამ ეტაპს თავისი პასუხისმგებელი პირი გააჩნია, რაც იმის გარანტია, რომ პროექტი ხარისხიანი და წარმატებული გამოვა.