ITNovations USAID–ის მიერ გამართულ დასაქმების ფორუმზე

8 აპრილს შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა დასაქმების ფორუმი თბილისის მერიისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით. ფორუმზე წარმოდგენილ 50 კომპანიას შორის Itnovations–ც იღებდა მონაწილეობას.

ჩვენს სეგმენტში სულ ორი კომპანია იყო წარმოდგენილი, ამის გამო დასაქმების მსურველთა რიგიც არ შეგვთხელებია ფორუმის ბოლომდე.

დასაქმების ფორუმის მთავარი ამოცანა იყო დამსაქმებლებსა და დასაქმების მაძიებლებს შორის კომუნიკაციის გაადვილება, რაც უნდა ვაღიაროთ, ნამდვილად მოახერხეს.

იყო საკმაოდ ბევრი საინტერესო კანდიდატურა. აღსანიშნავია, რომ იმ დასაქმების მაძიებელთა უმეტესობა, რომლებიც ჩვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, იყო პროფესიული სასწავლებლებიდან, რაც მისასალმებელი ფაქტია.

შეგვიძლია, ვთქვათ, რომ Itnovations–თვის დასაქმების ფორუმმა საკმაოდ საინტერესო შედეგებით ჩაიარა. ვიპოვეთ რამდენიმე სპეციალისტი, რომლებიც ძალიან გვჭირდებოდა.

ესეც რამდენიმე სურათი Tbilisi Job Fair-დან. Itnoavtions მუშაობის რეჟიმში.